თავში

ევროპული ინტეგრაციის გზაზე ვერთიანდებით - ზალკალიანი ტრიოს ფორმატზე

ევროპული ინტეგრაციის გზაზე ვერთიანდებით - ზალკალიანი ტრიოს ფორმატზე
ევროპული ინტეგრაციის გზაზე ვერთიანდებით - ზალკალიანი ტრიოს ფორმატზე

ასოცირებული ტრიოს ფორმატში ბრიუსელში პირველად ჩამოვედით. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთიანდებიან“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, „ასოცირებული ტრიოს მიზანი ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება და ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებაა“ -  ხელშკრულებების, რომლებიც დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოების საპროგრამო დოკუმენტად იქცა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის მიზნის გარდა, სამივე ქვეყანას საერთო გამოწვევებთან უწევს გამკლავება, რაც ერთიანობისა და საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 

 მინისტრის თქმით, ზაზა გახელაძის დაჭრა და შემდეგ უკანონო დაპატიმრება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმები ჰუმანიტარულ საკითხებსაც კი უგულვებელყოფენ.

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვია.ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system