თავში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევოკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე დახვდნენ. 

შარლ მიშელის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დილიდან დაიწყება, ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა, მოგვიანებით კი ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის.

დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებთანაც.

ვიზიტი 2 მარტს დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system