თავში

"ევროპული საქართველო" აქციას "დაუპიპინე ბიძინას" გამართავს

"ევროპული საქართველო" აქციას "დაუპიპინე ბიძინას" გამართავს

 "ევროპული საქართველო" 21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მასობრივ საავტომობილი აქციას სახელწოდებით "დაუპიპინე ბიძინას" მოაწყობს. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის განმარტებით, ავტომობილებით აქციის გამართვა მოქალაქეებისთვის პანდემიის პირობებში მეტად უსაფრთხო იქნება. ისინი სიგნალებით მიმართავენ ივანიშვილს რომ „მისი დრო ამოიწურა“.

„ევროპულმა საქართველომ“ გუშინდელი დღისთვის მრავალათასიანი აქცია დაგეგმა, მაგრამ იმის გამო, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ჩვენ ეს აქცია გავაუქმეთ, გამოვიჩინეთ რა, პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასთან მიმართებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარჩენილ ორ კვირაში პოლიტიკური აქტივობა არ შეწყდეს, არ მივცეთ ეს ფორა ივანიშვილს, რომ მას ხელისუფლების შენარჩუნების შანსი გაეზარდოს. ოთხშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში მასიურ საავტომობილო აქციას ვგეგმავთ, სახელით „დაუპიპინე ბიძინას“.

შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, ოღონდ ავტომანქანებით და სიგნალის მიცემა ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა.

აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვექნება, ასევე თბილისში. ავტომანქანების კოლონები შემოვლენ თბილისში და აქ დააფიქსირებენ პროტესტს, უშუალოდ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან. ეს იქნება აქცია, კოდური სახელწოდებით „ დაუპიპინე ბიძინას.“

ასევე, ვთხოვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, ეს დღე გამოიყენონ იმისთვის, რომ სამანქანო სიგნალებით დააფიქსირონ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ“,- განაცხადა სეგი კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system