თავში

,,ევროპული საქართველო" დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს

,,ევროპული საქართველო" დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს
,,ევროპული საქართველო დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს

,,ევროპული საქართველო" საპარლამენტო მანდატების მქონე დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ,,ევროპული საქართველოს" წევრებს, შალვა შავგულიძეს და არმაზ ახვლედიანს საკუთარი საბანკო რეკვიზიტები არ გაუგზავნიათ პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტისათვის.

მათივე ცნობით, იმის გამო, რომ ელენე ხოშტარია და დავით ბაქრაძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ, მათ ავტომატურად ჩაერიცხათ საპარლამენტო ხელფასი. ელენე ხოშტარიამ აღნიშნული თანხა უკან გადაუგზავნა სახელმწიფო ხაზინას, ხოლო დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ხელფასი წინასაახალწლო ქველმოქმედებაში ჩადო და გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.

ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ მან ხელფასი აიღო იმისთვის, რომ ეს თანხა გადაერიცხა სამოქალაქო აქტივისტებისათვის, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ.

„იმის გამო, რომ ჯერ არ მოხერხდა ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერება, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიმეღო საპარლამენტო ხელფასი, არა იმისთვის რომ წამეღო სახლში, არამედ იმისთვის, რომ გამეგრძელებინა პოლიტიკური ბრძოლა. გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი გადავცე სამოქალაქო აქტივისტებს, ორგანიზაციას „მოძრაობა საქართველოსთვის“, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“ - განაცხადა ნაკაიძემ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system