თავში

"ევროპული საქართველო" ჭიათურის მერის გადადგომას ითხოვს

"ევროპული საქართველო" ჭიათურის მერის გადადგომას ითხოვს
ევროპული საქართველო ჭიათურის მერის გადადგომას ითხოვს

ჭიათურიის მერიიის წინ აქცია გაიმართა  პარტია "ევროპული საქართველო" მერიაში არსებულ კორუფციულ მდგომარეობასა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებენ.

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანის თქმით, დღეს ჭიათურის მერიაში არის მრავალი კორუფციული სქემა, რომელიც დაკავშირებულია ჭიათურის მერთან. რატიანმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება. რატინის თქმით, ევროპული საქართველოს მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე.

40 მილიონია დახარჯული და საბაგირო ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, მაშინ როდესაც არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება იპარავს საერთაშორისო დონორებისაგან მიღებულ თანხას, გადასახადების გადამხდელების თანხას. ევროპული საქართველო მოითხოვს, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, რათა დამთავრდეს ამ ქალაქში კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და ხალხის ფულის მოპარვა“ -განაცხადა სერგო რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system