თავში

"ევროპული საქართველო" ხაშურსა და ქარელში მხარს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელს დაუჭერს

"ევროპული საქართველო" ხაშურსა და ქარელში
ევროპული საქართველო ხაშურსა და ქარელში მხარს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელს დაუჭერს

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილის თქმით, ევროპული საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა და სწორედ ამიტომ, პარტია ხაშურისა და ქარელის ოლქში მხარს გურამ ჩალაგაშვილს დაუჭერს. 

„ევროპული საქართველო იყო მოწადინებული იმისთვის, რომ ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მომხდარიყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ თბილისს გარეთ და სამწუხაროდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამო ეს შეთანხმება არ შედგა. ჩვენ ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგულები და მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ოპოზიცურ პარტიებთან არამხოლოდ თბილისში, არამედ მის გარეთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ და ვუჭერთ მხარს ირაკლი ოქრუშვილის პარტიის წარმომადგენელ, გურამ ჩალაგაშილს ხაშურსა და ქარელში.“ - განაცხადა ლევან თარხნისვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system