თავში

"ევროპული საქართველო" პარლამენტში თეა წულუკიანს იბარებს

"ევროპული საქართველო" პარლამენტში თეა წულუკიანს იბარებს
ევროპული საქართველო პარლამენტში თეა წულუკიანს იბარებს

"ევროპული საქართველო" პარლამენტში თეა წულუკიანის მისვლას ითხოვს. 

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის დაბარების მიზეზი ბაჩანა შენგელიას საქმეა. 

აღნიშნულ მოთხოვნაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ თეა წულუკიანი კანონის შესაბამისად იმოქმედებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

"ქალბატონი წულუკიანი არ მოდის კომიტეტზე. თხოვნა მაქვს თქვენთან, უზრუნველყოთ, რომ ქალბატონი წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და რაც ღია ინფორმაციაა, დადასტურებულია რომ კანონს არღვევს, არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით გასცეს პასუხი პარლამენტს," - განაცხადა ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system