თავში

"ევროპული საქართველო“ საპარლამენტო დაფინანსებას არ მიიღებს - კანდელაკი

"ევროპული საქართველო“ საპარლამენტო დაფინანსებას არ მიიღებს -კანდელაკი
ევროპული საქართველო“  საპარლამენტო დაფინანსებას არ მიიღებს - კანდელაკი

"ევროპული საქართველო“  საპარლამენტო დაფინანსებას არ იღებს. გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა  ოფისების შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად გვჭირდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. 

კანდელაკის თქმით, "ევროპული საქართველო" არ შედის პარლამენტში და არ იღებს საპარლამენტო დაფინანსებას, რითიც სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს. 

"ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას. გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად. შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც „ევროპული საქართველოს“ სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აკეთებს და არც გააკეთებს", - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში განაცხადი 9 პარტიამ შეიტანა. დაფინანსების მსურველნი არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system