თავში

"ევროპული საქართველო" ვაქცინაციის კამპანიას იწყებს

"ევროპული საქართველო" ვაქცინაციის კამპანიას იწყებს
ევროპული საქართველო ვაქცინაციის კამპანიას იწყებს

„მოქალაქეებს , ვისაც რეგისტრაციის პრობლემა აქვთ შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე, ასევე ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციები ადგილებზე დაეხმარებიან ადამიანებს და დაარეგისტრირებენ აცრაზე“. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, აუცილებელია ჩვენს გარშემო მოქალაქეებს აქტიურად ავუხსნათ, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია.

“ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში, ყოველდღე ჩვენი ქვეყანა იხდის უმძიმეს ფასს ადამიანების სიცოცხლით, ჯანმრთელობით იმის გამო, რომ გვყავდა და გვყავს მთავრობა, ივანიშვილის რეჟიმი ყველა მისი პრემიერმინისტრები ბოლო პერიოდის გუნდი, რომელმაც პირდაპირ, რომ ვთქვათ ფეხებზე დაიკიდა საკუთარი მოქალაქეების ბედი და მთავარი ინსრუმენტი, რითიც უნდა დაეცვა ჩვენს ქვეყანას თავი ვაქცინაცია, ვაქცინის შემოტანა ჩააგდო მთლიანად, ეს არის უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული და ვიმეორებ ამ დანაშაულის ფასს იხდის ყველა ჩვენი მოქალაქე სხვადასხვა ფორმით, ზოგი ტრაგიკულად ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ ვითარებას ვეღარ შევცვლით ის, რაც წარსულში უნდა მომხდარიყო და დროზე შემოეტანათ ვაქცინა, ეს ამბავი სამწუხაროდ ჩავლილია მაგრამ არის მეორე ამბავი, სადაც ასევე უპასუხისმგებლოდ მოიქცა ივანიშვილის რეჟიმი ეს არის მოქალაქეების, როგორც ინფორმიება ისე მთავრობის სრულფასოვანი კამპანია, რომ აუხსნან ყველა მოქალაქეს რატომ არის აუცილებელი ვაქცინიზაცია, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენს გარშემო მყოფები, რომ აქ იძულებაზე არ არის საუბარი იმიტომ, რომ აქ ვერ შელახავ ადამიანის უფლებას, ვერ დააძალებ ამას და ეს არც იმუშავებს, აქ არის საჭირო ინფორმირება და ხელმისაწვდომობა, ამ ვითარებაში „ევროპული საქართველოს“ გუნდს, არ გვაქვს ილუზია, რომ სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს მის ნაცვლად, მთლიანად მის ჩანაცვლებას ვინმე შეძლებს, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ ყველა აქტიური მოქალაქის, საზოგადოების აქტიური ნაწილის, მათ შორის პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების ვალია, რომ რითაც შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ უმძიმესი ვითარებისას იმ საქმეში, რომ მოქალაქეებმა მეტი იცოდნენ და ხელმისაწვდომობა ქონდეთ, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ყველგან სადაც ხელი მიგვიწვდება ჩვენი მასშტაბით, ჩვენი რეგიონული ოფისების მეშვეობით, რომ ყველა ჩვენს გარშემო მოქალაქეს აქტიურად ავუხსნათ რატომ არის აუცილებელი ვაქცინიზაცია, რომ ის მითები და კონტრკამპანია, ნიაღვარი არის სრული სიცრუე საფრთხეების და მავნებლობის შესახებ, მეორე ჩვენს საზოგადოებაში არიან მოქალაქეები და ეს არ არის მცირე ჯგუფი, რომელსაც არ მიუწვდება ონლაინ კომპიუტერთან ხელი, შესაძლებელია არ აქვს ამის ცოდნა ან საშუალება, ამისთვის ვაცხადებთ ცხელ ხაზს, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ „ევროპული საქართველო“ ან, რომელიმე ჯგუფი ცალკე აღებული გადაწყვეტს ამ პრობლემას, ამას ნორმალური მთავრობა სჭირდება მაგრამ წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში და განგაშის ზარი უნდა იყოს ჩვენს გარშემო ყველგან ვისაც აქვს ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო ილუზია, რომ აცრის გაკეთება არ არის საჭირო“- განაცხადა ბოკერიამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system