თავში

"ევროპული საქართველოს" წევრები, ირაკლი შოთაძის საკომიტეტო მოსმენას ბოიკოტს უცხადებენ

"ევროპული საქართველოს" წევრები, ირაკლი შოთაძის საკომიტეტო მოსმენას ბოიკოტს უცხადებენ
ევროპული საქართველოს წევრები, ირაკლი შოთაძის საკომიტეტო მოსმენას ბოიკოტს უცხადებენ

"ევროპული საქართველოს" წევრები ხვალ დაგეგმილ იურიდიულ კომიტეტს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ბოიკოტს უცხადებენ.

სერგო რატიანის თქმით, ირაკლი შოთაძე არის დამნაშავე, რომელმაც პროკურორობის დროს ბევრ საქმეში გამოიჩინა თავი, როგორც პოლიტიკურმა მდევარმა.

მისი განცხადებით, იურიდიული კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე შესვლას არ აპირებენ და ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ.

"ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ის არის დამნაშავე, როდესაც ხელს აფარებდა მკვლელებს და შემდეგ დამნაშავე პროკურორებს. მისი მეორედ დანიშვნა არის შეურაცხყოფა საზოგადოებისა, რომელმაც გადააყენა ის. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. ხვალ კომიტეტზე შესვლას არ ვაპირებთ, გავაპროტესტებთ დანიშვნას. პარალელურად, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, იგეგმება აქციები",- განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ხვალ ჩანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system