თავში

"ევროპული საქართველოსა" და "ლელოს" მხარდამჭერებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

"ევროპული საქართველოსა" და "ლელოს" პარლამენტთან გადაინაცვლეს
ევროპული საქართველოსა და ლელოს მხარდამჭერებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

პარტია „ევროპული საქართველოსა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერები და მხარდამჭერები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. ისინი ერთი საათის განმავლობაში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ.

„ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, დღევანდელი აქცია გამოხატავს იმ პროტესტს, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად გაუჩნდა.

„ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. მათ აიღეს ვალდებულება და არ შეასრულეს. ეს იწვევს პოლარიზაციას და შესაძლოა გამოიწვიოს ქაოტური პროცესების წარმოქმნა. აქედან გამომდინარე, ჯობია, რომ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული და შესრულდეს დადებული პირობა“, - განუცხადა Report.ge-ს ბადრი ჯაფარიძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის საზოგადოების ეროვნული ამოცანაა არსებული ხელისუფლების მმართველობის დასრულება.

„რომც დაგვჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე გვსურს, უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება. ყველა შემთხვევაში, საზოგადოებასთან ივანიშვილი დამარცხდება. ამას სჭირდება ჩვენი რწმენა, მოთმინება და დისციპლინა“, - განაცხადა Report.ge-სთან ინტერვიუს დროს გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის შენობასთან, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 17:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ დემონსტრაციაც იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system