თავში

"ევროპული სქართველოს“ წევრებმა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

"ევროპული სქართველოს“ წევრებმა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს
ევროპული სქართველოს“ წევრებმა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, „ევროპული სქართველოს“ წევრებმა საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.

პარტიის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ღირებულებების დასაცავად, ყველა უნდა გაერთიანდეს.

„დღეს არის ტკივილისa და მოგონების დღე. ასევე არის დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე და ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მიუხედავად უამრავი შიდა განსხვავების, უთანხმოებისა და კონფლიქტისა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მთავარ ღირებულებებს, ერთად დგომა და შრომა უნდა შევძლოთ.

საქართველოს მთლიანობა, ერთიანობა და ოკუპაციის დასასრული სწორედ ასეთი ღირებულებაა. ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება, ამიტომ აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დგომა და ამ უბედურებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

დარწმუნებული ვარ, საქართველო ერთიანი იქნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system