თავში

"ევროპულმა საქართველომ" ბიძინა ივანიშვილს "დაუპიპინა" - PHOTO

"ევროპულმა საქართველომ" ბიძინა ივანიშვილს "დაუპიპინა"
ევროპულმა საქართველომ ბიძინა ივანიშვილს დაუპიპინა - PHOTO

„ევროპულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომარში „დაუპიპინე ბიძინას" გამართა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს. 

როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი აბესაძემ report.ge-ს განუცხადა, მათი სურვილია ბიძინა ივანიშვილს შეახსენონ, რომ არსებული საპროტესტო მუხტი არ შემწყდარა, 

"ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ხელისუფლება სრულად ჩაფლავდა პანდემიასთან ბრძოლაში, თუმცა მეორე მხრივ არ გვინდა მათ თავი მოვატყუებიოთ, თითქოს საზოგადოების პროტესტი და ეს მძლავრი საპროტესტო მუხტი, რომელიც საზოგადოებაში იმ პრობლემების მიმართ არსებობს, რომელიც შექმნა და დაამძიმა ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, თითქოს სადმე გაქრა. ამიტომ დღეს ამ ფორმით, რომელიც არის რა თქმა უნდა პანდემიასთან მიმართებით უსაფრთხო ფორმა პროტესტის გამოხატვისა,  დავანახებთ ივანიშვილს, რომ საზოგადოებას ამ ქვეყანაში უნდა გარდამტეხი ცვლილებები, სურს მისი ჩაფლავებული მთავრობის შეცვლა და სურს იმ პრობლემების მოგვარება, რაც უკავშირდება ქვეყანაში სიღარიბეს, ფასების ზრდას, ლარის გაუფასურებას, კრიმინალის ზრდას, პანდემიასთან არაეფექტურ ბრძოლას მთავრობის მხრიდან, რომელიც დიდწილად კორუფციით დაკავდა და გადაყვა სატელევიზიო პოზიორობას. რეალურად ჩვენ ვხედავთ რომ ისინი მზად არ აღმოჩნდნენ პანდემიასთან საბრძოლველად და სწორედ ეს გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოიტანოს 31 ოქტომბრის არჩევნებმა" - განაცხადა ირაკლი აბესაძემ report.ge-სთან საუბარში.

ავტომარში სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას" დღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ავტოკოლონები დიდი ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრნენ.

დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system