თავში

"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებ
ევროპულმა საქართველომ მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა. პარტიამ ასევე დაასახელა ახალი მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები. 

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში, გოჩა გურგუჩიანი იქნება.

ხარაგაულის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ბესიკ ყრუაშვული, ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი, ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე იქნება.

ევროპულმა საქართველომ ასევე წარადგინა პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე.

შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ასევე წარადგინეს ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მოიცავს „ხელშეკრულებას ხალხთან“ და „ვალდებულებათა ბარათს“.

"ნაკლები კეთილდღეობა, ქონება და ძალიაუფლება მთავრობას, მეტი კეთილდღეობა, ძალაუფლება და ქონება ხალხს, ეს არის ჩვენი მიდგომა. გადასახადების შემცირება შექმნის სამუშაო ადგილებს, შემცირდება მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯი, სამაგიეროდ გაორმაგდება პენსია და სოციალური დახმარებები. ჩვენ ამ ვალდებულებებს ვიღებთ და ვამბოთ, რომ ამ გარდამტრეხ ცვლილებებს იგრძნობს თითოეული ადამიანი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system