თავში

"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო სიის წევრები წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო სიის წევრები წარადგინა
ევროპულმა საქართველომ საარჩევნო სიის წევრები წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.  პრეზენტაციას ევროპული საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე გაუძღვა.

პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებულნი, რადგან ამომრჩეველმა თავად უნდა გადაწყვეტოს, ვინ შევიდეს პარლამენტში. 

"ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ერთი, ორი, ან ხუთი ადამიანი წყვეტს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან. ჩვენ ვართ პარტია, სადაც ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი," - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველო" არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებს, რადგან ხალმხა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

"დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ და ხალხმა გადაწყვიტოს, ხალხისთვის გავიმარჯვებთ და არა იმიტომ, რომ ვინმემ პრემიერის სკამი დაიკავოს და თანამდებობა გაინაწილოს", - თქვა ბაქრაძემ. 


"ევროპული საქართველოს" საპარლამენტო სია შემდეგნაირია:

გიგი უგულავა, ტარიელ ლონდარიძე, ლევან თარხნიშვილი, გოჩა გურგუჩიანი, არსენ კარაპეტიანი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ირინე აფხაზავა, აჰმედ იმამკულიევი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, მაია კაციტაძე, ელენე ოზაშვილი, სერგო რატიანი, ირაკლი კიკნაველიძე, მალხაზ პატარაია, ოთარ კახიძე,  მარიამ რამინაშვილი, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ზაზა კედელაშვილი, ნინო გოგუაძე, ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, სერგი კაპანაძე, გიგი წერეთელი, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system