თავში

"ევროპული საქართველო", როგორც პარტია აღარ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

"ევროპული საქართველო", როგორც პარტია აღარ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
ევროპული საქართველო, როგორც პარტია აღარ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ევროპული საქართველო" როგორც პარტია აღარ არსებობს.

პაპუაშვილი "ევროპულ საქართველოს" ერთი კაცის პარტიას უწოდებს.

"ევროპულმა საქართველომ" დაამტკიცა, რომ არის რადიკალური პარტია, რომელმაც გადაწყვიტა სრულად მარგინალიზება. მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იყვნენ დემოკრატიული პროცესების მონაწილე და გაემიჯნენ დემოკრატიას. ამ პარტიის მიმართ შესაბამისი იქნება ჩვენი დამოკიდებულებაც. ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, რა თქმა უნდა, მათთან ვერ გვექნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე.

"ევროპული საქართველო", როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია და ეს არის ის გზა, რომელიც მათ გაიარეს 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე. ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system