თავში

ევროსაბჭომ საქართველოს ზარი აჩუქა

ევროსაბჭომ საქართველოს ზარი აჩუქა
ევროსაბჭომ საქართველოს ზარი აჩუქა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ საქართველოს თავმჯდომარეობის სიმბოლური საჩუქარი გადმოეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ვიდეო კონფერენციის ფორმატში ევროპის საბჭოს მინიტრთა კომიტეტის პირველი სხდომა საბერძნეთის თავმჯდომარეობით გაიმართა, რა დროსაც  ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი გივიაშვილის  ზარის გადასცეს. 

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის დაწყების შესახებ მონაწილეებს ზარის დარეკვით ამცნობს, რაც ამ საჩუქარს შესაბამის სიმბოლურ დატვირთვას სძენს.

აღნიშნული სამახსოვრო საჩუქარის საქართველოსათვის გადმოცემა მოხდა ევროპის საბჭოში საბერძნეთის ელჩის მიერ, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარეობაზე, რომელიც ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების 20 წლისთავს დაემთხვა. საბერძნეთის ელჩმა, მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი გივიაშვილს, მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის 6-თვიან პერიოდში გაწეული უაღრესად ნაყოფიერი მუშაობისა და მიღწეული შედეგებისათვის.

თავის მხრივ, სხდომაზე, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს მტკიცე მხარდაჭერისათვის, ხოლო მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსა და ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურებს შესანიშნავი თანამშრომლობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის 6-თვიან პერიოდში, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი უძღვებოდა მინისტრთა კომიტეტის ყოველკვირეულ სხდომებს, რომელთა ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდა
,"-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system