თავში

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მადლობა საქართველოს

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის და საპარლამენტო ასამბლეის
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მადლობა საქართველოს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი, ორგანიზაციის ეფექტური თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მადლობას უხდიან, - ამის შესახებ, მათ მიერ, დავით ზალკალიანისთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა უპრეცედენტო გამოწვევას, კოვიდ–19 პანდემიას დაემთხვა, თუმცა საქართველომ მოახერხა სიტუაციასთან ადაპტირება.  

„დიდად ვაფასებ იმ მეთოდებს, რის საშუალებითაც საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა სიტუაციასთან ადაპტირება, გამოძებნა კრეატიული და ეფექტური გზები პრიორიტეტების წარმატებით განსახორციელებლად. თქვენი პრიორიტეტები, რომლებიც ევროპის საბჭოს მანდატთან სრულ შესაბამისობაში იყო, ამავდროულად გაბედული და ამბიციური გახლდათ და ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში სიახლე დაამკვიდრა”- აღნიშნავს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებს და მადლიერებას გამოხატავს თავმჯდომარეობის ექვსთვიან პერიოდში არსებული თანამშრომლობისა და აზრთა გულწრფელი ურთიერთგაცვლისთვის.

„თქვენ უნდა იამაყოთ 6 თვის განმავლობაში თქვენი მიღწევებით, ასევე იმით, თუ როგორ გაართვით თავი თავმჯდომარეობას კოვიდ–19–ისპერიოდში, რამაც უკიდურესად რთულ პირობებში მინისტრთა კომიტეტის ეფექტური მუშაობა უზრუნველყო,“ - წერს რიკ დაემსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system