თავში

ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარებისთვის მემორანდუმი გაფორმდა

ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარებისთვის მემორანდუმი გაფორმდა
ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარებისთვის მემორანდუმი გაფორმდა

ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ანდერს კნაპეს შეხვდა და მასთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა. 

კახა კალაძის თქმით, მემორანდუმის მთავარ მიზანს ქვეყნის კულტურის მსოფლიოსთვის უკეთ გაცნობა წარმოადგენს.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ მომავალში ქართულ მხარესთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და ათეა-ს შორის თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით წარიმართება:

  • კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • საინფორმაციო, მეთოდოლოგიური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა;
  • პარტნიორობა კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში;
  • საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების შექმნაში;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება, ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების მართვის სფეროში.
  • კულტურული მარშრუტები ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. დღესდღეობით ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულია 38 მარშრუტი, პროგრამაში კი გაერთიანებულია 47 სახელმწიფო.

    კულტურული მარშრუტები, მასობრივი პროექტების განხორციელების გზით, ხელს უწყობენ მდგრად განვითარებას და აძლიერებენ მემკვიდრეობასთან წვდომის დივერსიფიცირებულ ფორმებს. მარშრუტების ქსელში ჩართულია 1600-ზე მეტი ინსტიტუცია, რაც ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებს, ასოციაციებსა თუ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ სუბიექტებს შორის სინერგიის საშუალებას იძლევა. ორი წლის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2021 წელს ევროპული კულტურული მარშრუტების ფორუმის საქართველოში ჩატარების თაობაზე. 

    მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები. 

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system