თავში

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში არ გაიმართება

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში არ გაიმართება
ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში არ გაიმართება

მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში გამართული მსჯელობის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. 

 "მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ თანხვედრაში ამ ორგანიზაციის წესდებასთან შესაბამისობაში, ჩვენი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან არ უნდა მიეცეს არც ერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია, ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, ყოველდღიური გამოწვევები, ამიტომ მსგავსი სახის მოვლენების განვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და ჩვენ ვიმოქმედეთ სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ძალიან გული დამწყდა, რადგან ეს მართლაც იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრისთვის გვემასპინძლა“,- განაცხადა ზალკალიანმა. 

ევროპის საბჭოს მინისტერიალი 14-15 მაისს უნდა გაიმართოს. საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, მინისტერიალისთვის თბილისში უნდა ემასპინძლა, თუმცა იმის გამო, ქვეყანაში შესაძლოა რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრები ჩამოსულიყვნენ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მინისტერიალის ჩატარების ადგილის შეცვლაზე მსჯელობა დაიწყო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system