თავში

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თავმჯდომარეობით მუშაობა განაახლა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თავმჯდომარეობით მუშაობა განაახლა
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თავმჯდომარეობით მუშაობა განაახლა

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა, საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით, პირველი შეხვედრა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში გამართა.

როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მიიღეს.

„დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს დაარსებიდან დღემდე, COVID-19-ის პანდემია ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე კრიზისს და უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად, ადამიანების, მათ შორის, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების ჯანმრთელობის დაცვისთვის, ყველა დონეზე, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ხელისუფალთა მხრიდან. მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაავადებასთან ბრძოლა უნდა წარიმართოს ორგანიზაციის პრინციპებისა და წევრი ქვეყნების ვალდებულებების შესაბამისად და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რაც გამოხატულია ორგანიზაციის წესდებასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. კომიტეტი მიიჩნევს, რომ სოლიდარობა და თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის გადამწყვეტია პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო, განვითარების ბანკის (CEB) ჩათვლით, კრიზისის პერიოდში და მის შემდეგაც, წევრი ქვეყნების მხარდაჭერას განაგრძობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system