თავში

ფაიგ გულიევი: საოკუპაციო ჯარების მხარდაჭერა დანაშაულია

ფაიგ გულიევი: საოკუპაციო ჯარების მხარდაჭერა დანაშაულია
ფაიგ გულიევი: საოკუპაციო ჯარების მხარდაჭერა დანაშაულია

სომხეთის საოკუპაციო ჯარების მხარდაჭერა დანაშაულია, - ნათქვამია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის, ფაიგ გულიევის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მოგეხსენებათ, რომ 27 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამოქალაქო პირებს და ობიექტებს ცეცხლი გაუხსნეს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ფაქტი განახორციელეს. შედეგად, 1 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე, 55 ადამიანი დაიჭრა.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ოკუპანტების სამხედრო ძალისა და ინფრასტრუქტურის განადგურების, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით კონტრშეტევით ოპერაციას ახორციელებს. აზერბაიჯანელი ერი სამამულო ომს აწარმოებს, რათა ოკუპანტებისგან სამშობლო იხსნას.

თუმცა სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც ბრძოლის ველზე ოკუპირებულ აზერბაიჯანულ მიწებზე მარცხს განიცდის, ცდილობს, აამაღლოს რეგიონული დაძაბულობა და ავანტიურაში მსხვილი უცხო სახელმწიფოები ჩაითრიოს. სამწუხაროდ, სხვადასხვა რადიკალური სომხური სტრუქტურების აქტივიზაცია საქართველოშიც შეინიშნება. ისინი ორგანიზებას უკეთებენ აქციებს, სადაც აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში "მოხალისეების" გასაგზავნად რეგისტრაციას ატარებენ, კერძოდ კი ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები კომბატანტებად, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებად აქციონ, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებენ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა.

გუშინ საქართველოში სომხეთის ელჩის, რუბენ სადოიანის ინიციატივით თბილისში ამ ქვეყნის საელჩოს წინ სომხური სათვისტომოს წარმომადგენლების აქცია მოეწყო. აზერბაიჯანის ოკუპირებული ტეტირორიების სომხური ვერსიის დასახელების ლოზუნგისა და სომხეთის საოკუპაციო არმიის ქება-დიდების გარდა, მონაწილეების წინ გამოსვლისას, "დიპლომატმა" ვერც ერთი ლოგიკური არგუმენტის დასახელება ვერ შეძლო.

საერთაშორისო სამართლით, მხარი დაუჭირო მას,  ვინც გენოციდი განახორციელა 1992 წელს და დაუნდობლად მოკლა 613 ადამიანი, აგრესიისთვის მხარდაჭერაა. ასეთი საქციელი საქართველოს მხრიდან, რომელიც თავად არის აგრესიისა და ოკუპაციის მსხვერპლი, ორმაგი დანაშაული იქნება , როგორც ჰუმანური, ისე მორალური. 

ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას, დაგმოს ისეთი პროვოკაციები, რომელიც სომხეთის საელჩოში ხდება. აგრესიისა და დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ნაცვლად კი, სჯობს, სადოიანი გაჩუმდეს, შეხედოს რუკას და გააცნობიეროს, რომ ავადსახსენებელი ბოევიკები, რომლებსაც ის ადიდებს, რეალურად ყარაბაღში აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციას ახდენენ," - აცხადებს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი, ფაიგ გულიევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system