თავში

ფანჩატურში თუ სხვაგან, ისინი ერთიანი არასოდეს ყოფილან - კახა კუჭავა

​ფანჩატურში თუ სხვაგან, ისინი ერთიანი არასოდეს ყოფილან - კახა კუჭავა
ფანჩატურში თუ სხვაგან, ისინი ერთიანი არასოდეს ყოფილან - კახა კუჭავა

ისინი ერთიანი არასოდეს ყოფილან, მათ შორის არსებული უთანხმოება უკვე კარგად ჩანს , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ თითქოს, ერთიანები არიან, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა არის მოჩვენებითი.

"ფანჩატურში თუ სხვაგან, ოპოზიციას თავი რაც არ უნდა ეჩვენებინა, ისინი ერთიანი არასოდეს ყოფილან. ისინი კონკრეტული მიზნით შეკრებილნი იყვნენ. მათ შორის არსებული უთანხმოება უკვე კარგად ჩანს. ბევრი საკითხია, რაზეც მათ უთანხმოება აქვთ. ეს მათგან გასაკვირი არ არის. მგონია, რომ მათ შორის ბევრ საინტერესო სცენას ვნახავთ. დიდი ხანია, ოპოზიცია იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ თითქოს, ერთიანები არიან, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა არის მოჩვენებითი. მათ მიმართ საინტერესო გზავნილები გვესმის, რომ მანდატები მიიღონ, პარლამენტში შემოვიდნენ, მუშაობა დაიწყონ და ოპონირება ქუჩის ნაცვლად, პარლამენტში წარმართონ. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი-არა. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ისინი ერთიანი არასდროს ყოფილან", - განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system