თავში

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "ლელომ" პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "ლელომ" პროკურატურაში
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლელომ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

"ლელოს" წევრებმა, გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს და 6 მარტს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის გამოძიება მოითხოვეს.

როგორც "ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, თუ პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას არ დაიწყებს, ეს პირდაპირ  მიუთითებს მმართველი პარტიისადმი მათ მორჩილებაზე. 

"ლელოს" წევრები და იურისტები, აქ მოვედით, რადგან საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, 6 მარტს, "ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system