თავში

ფარულ ჩანაწერებზე ევროკავშირში საქართველოს ელჩი ბრიუსელში დაიბარეს

ფარულ ჩანაწერებზე ევროკავშირში საქართველოს ელჩი ბრიუსელში დაიბარეს
ფარულ ჩანაწერებზე ევროკავშირში საქართველოს ელჩი ბრიუსელში დაიბარეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინფორმაციით, გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

ჰარცელის თქმით, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის ოფისში შედგა.

"თქვენ ნახეთ ბრიუსელის პირველი რეაქცია ამ საკითხზე. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ამას, რადგან ვენის კონვენცია არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობას. ჩვენთვის არაბუნებრივია, რომ საქართველოსნაირი ახლო მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა ჩართული იყოს ასეთი ტიპის აქტივობებში ჩვენს წინააღმდეგ. გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში სათაო ოფისში დაიბარეს, სადაც ევროკავშირმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ევროკავშირმა მოითხოვა, რომ საკითხთან დაკავშირებით სათანადოდ იყოს საქმის კურსში.

როცა საქმე ამ საკითხს ეხება, ზოგადად, ჩვენ ყოველთვის თავს ვარიდებთ დეტალებზე საუბარს, თუმცა ჩვენ მოვლენათა განვითარებას თვალს ვადევნებთ და გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად განიხილავენ გაჟონილი ინფორმაციას და მის შინაარსს. ნებისმიერი უსაფრთხოების სამსახურის ინტერესია, დაიცვას სახელმწიფო უსაფრთხოება, იმისათვის, რომ შეძლოს შესაძლო საფრთხეებისგან თავის არიდება, მათ შორის, ტერორიზმის და ჯაშუშობისგან. არის არაერთი მიზეზი, რომ გამოყენებული იქნეს ასეთი ინსტრუმენტები, თუმცა ეს ბერკეტები უნდა იყოს ძალიან ფრთხილად გამოყენებული. გამოძიება მიმდინარეობს და მე მივესალმები პროცესის ფართო განხილვას," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system