თავში

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია - კახა კუჭავა

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია - კახა კუჭავა
ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია - კახა კუჭავა

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდდომარემ კახა კუჭავამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პარლამენტის თვამჯდომარის შეფასებით, სახელმწიფოებრიობის აღდგენას არაერთი თაობის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მის შენარჩუნებას დღესაც არანაკლები შრომა და თავდადება სჭირდება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო.

„მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ვულოცავ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

განსაკუთრებულად მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს საქართველოს ერთგულების ფიცი დადეს და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად ემსახურებით საქართველოს და ამაყად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს.

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები. პატივს მივაგებ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

სიმბოლურია, რომ სწორედ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ქართულ მიწას მივაბარებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს ერთგულ შვილებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system