თავში

ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ არა სივრცე შეთანხმებისთვის - ვაშაძე

ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ არა სივრცე შეთანხმებისთვის - ვაშაძე
ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ არა სივრცე შეთანხმებისთვის - ვაშაძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორებთან კონსულტაციები გაიარეს.

,,ეს მოლაპარაკებები არ არის, ეს არის კონსულტაციები. ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ სივრცე იმისათვის, რომ რაიმე შეთანხმება იყოს მიღწეული. ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური, პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური, კარზე მომდგარი რუსეთით და ეპიდემიით, უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის. 

მესამე რაუნდამდე ჩვენმა ფასილიტატორებმა სწორედ იმიტომ გადაწყვიტეს ამ კონსულტაციების ჩატარება, რომ ეს არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთის, მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, ამჯერად იგივე ფორმატში მოლაპარaკებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system