თავში

ფიქრია ჩიხრაძე სამგორში სოციალურად დაუცველებს შეხვდა

ფიქრია ჩიხრაძე სამგორში სოციალურად დაუცველებს შეხვდა
ფიქრია ჩიხრაძე სამგორში სოციალურად დაუცველებს შეხვდა

სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

მისი თქმით, 2018 წლიდან აქ მაცხოვრებელთა უფლებრივი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

“ეს ადამიანები იმყოფებიან მუდმივი სტრესისა და მორალური წნეხის ქვეშ. მათ ნაწილს შანტაჟითა და მოტყუებით შეუცვალეს ხელშეკრულებები და მოუსპეს სოციალური განვითარების ყველანაირი შესაძლებლობა. ეს საცხოვრისი მის ბინადართა ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად, მათი რესოციალიზაციისთვის და გასაძლიერებლად შეიქმნა და ერთადერთი, რაც მათ გაუძლიერდათ, არის დაუცველობის განცდა და საცხოვრისის დაკარგვის ყოველდღიური შიში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system