თავში

ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, რაფაელ ჟოზანს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ასევე, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამები მიმოიხილეს.როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საფრანგეთი საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერის პროცესში.მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system