თავში

ფინანსთა მინისიტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანის შემცვლელი ცნობილია

ფინანსთა მინისიტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანის შემცვლელი ცნობილია
ფინანსთა მინისიტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანის შემცვლელი ცნობილია

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანს ლაშა ხუციშვილი შეცვლის. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე წარადგინა.

"რაც შეეხება ახალ ფინანსთა მინისტრს, ბატონი ლაშა დიდი ხანია, რაც გუნდის წევრია, ამდენად იგი ძალიან კარგად იცნობს სისტემას. კერძოდ, 2014 წლიდან მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის მიერ ინიცირებული პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი. 2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 2008-2013 წლებში მუშაობდა დიდ ოთხეულში, საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ში საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა (ESM) და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მინდა, ბატონ ლაშას ვუსურვო წარმატებები უკვე ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა, წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system