თავში

ფოთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

ფოთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა შიმშილობა დაიწყეს
ფოთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

ფოთში, ახლად არჩეული საკრებულოს სამმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. 

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წვერები მოშიმშილეთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

„21-ე საუკუნეში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი, ეს მე მგონი, ძალიან სირცხვილია და სირცხვილზე კიდევ უარესი, მაგრამ ხელისუფლებას რადგანაც არ ესმის, ახალარჩეულმა საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტულება მიიღეს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართონ და დაიწყონ შიმშილობა. მივმართავ საზოგადოებას, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არის ჰუმანური აქტი, რომ გადავარჩინით მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და მოვითხოვოთ კლინიკაში გადაყვანა. რას ვითხოვთ ამისთანა უსაშველოს და არაკანონიერს. მოვითხოვთ კატეგორიულად, გადაყვანილ იქნეს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, სადაც სათანდო მკურნალობას გაუწევენ“,- განაცხადა ,,ნაცმოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ,დარეჯან ცხვიტარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system