თავში

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" 40%-იანი ბარიერის წინააღმდეგია

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" 40%-იანი ბარიერის წინააღმდეგია
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია  40%-იანი ბარიერის წინააღმდეგია

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერის შემოღების წინააღმდეგია.

დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ინიციატივა, რომელიც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაისვა, მეორე მოსმენით განსახილველი საკითხი არ არის.

"აქამდე აღნიშნული საკითხი არცერთ სტადიაზე არ განხილულა. 

ვიღაცას მოუნდა და კულუარული გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური არ არსებობს. მეორე ტური არის ხელისუფლების. გაერთიანებული კანდიდატების წარდგენის შემთხვევაში, ოპოზიციას აქვს შანსი, 40%-მდე შედეგით არჩევნები პირველივე ტურში დაამთავროს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system