თავში

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისშია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისშია
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისშია

გერმანიის პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდა.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დაიწყება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ცერემონია არის დაგეგმილი. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, სალომე ზურაბიშვილის გარდა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. ხვალვე, გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

გარდა უმაღლესი რანგის პირთა შეხვედრებისა, ვიზიტს კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება. ასევე, ესტუმრება კახეთს, სადაც ალავერდის მონასტერს, ერეკლე მეფის მუზეუმს და რამდენიმე ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system