თავში

ფრიდონ ინჯიამ პრეზიდენტს ლევან მამალაძის შეწყალება სთხოვა

ფრიდონ ინჯიამ პრეზიდენტს ლევან მამალაძის შეწყალება სთხოვა
ფრიდონ ინჯიამ პრეზიდენტს ლევან მამალაძის შეწყალება სთხოვა

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პლენარული სხდომაზე განცხადება გააკეთა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის შეწყალება სთხოვა.

„ჩვენი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების ამნისტირებაზე, თავისი პრინციპებითა და შეხედულებებით. იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც თხოვნით, შუამდგომლობით, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შეიწყალა. ხალხს, რომელსაც ჰქონდა მილიონები მითვისებული და ათასი სხვა რამ. რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება. ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია საქართველოში არ არის. ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავია, მე მას უბრალოდ ვიცნობ და გული მტკივა. რა გააკეთა ამ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო, თუ რამე მოიპარა ამ 19 წლის განმავლობაში, ხომ გამოჩნდებოდა. კანონის უზენაესობა თუ არ იქნება ყველას მიმართ, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მამალაძემ საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა. 2006 წელს მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system