თავში

ფულით და მედიარესურსით სააკაშვილი ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით- ირაკლი კობახიძე

ფულით და მედიარესურსით სააკაშვილი ახ
ფულით და მედიარესურსით სააკაშვილი ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით- ირაკლი კობახიძე

"ოპოზიციის რეალური ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ნებისმიერი კონსტრუქციული ნაბიჯი და შეთანხმება მიუღებელია", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რომ საქმე შეთანხმებით დასრულებულიყო. მან ოპოზიცია დესტრუქციულობაში დაადანაშაულა, რასაც კონკრეტული მიზეზი აქვს. 

"სააკაშვილს აქვს ორი რესურსი: ესაა ფული, რომელიც მან საქართველოდან წაიღო და მეორე ესაა მედიარესურსი. სწორედ ამ ფულის და მედიარესურსის საფუძველზე ის ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით. ასევე ის ახერხებს იმის მიღწევასაც, რომ დღემდე ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელს არ აწერს ევროკავშირის შემოთავაზებულ დოკუმენტს“, - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system