თავში

გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
გაბუნია  პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

პროკურატურაში შესვლის წინ გაბუნიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის. 

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოძიების კითხვებს პრეზიდენტიც უპასუხებს. 

"ყველა კითხვას ვუპასუხებ, რასაც დამისვამენ. გამოძიება გაარკვევს, რა მოხდა და როგორ მოხდა. თუ საჭირო იქნება პრეზიდენტიც მოვა და უპასუხებს კითხვებს, "- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. 

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების შესახებ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. 

დღესვე, პროკურატურა გამოკითხავს 22 წლის მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მეუღლეს დაკითხავენ. მუკბანიანის ოჯახი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის - გეგა გეგეშიძის დაკითხვას ითხოვს. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების - რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system