თავში

გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ბოკერია პრეზიდენტზე

გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ბოკერია პრეზიდენტზე
გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ბოკერია პრეზიდენტზე

გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს. პრეზიდენტის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება "უალტერნატივო" იყო და მან უკვე შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, შესაბამისად, არ იზიარებს მმართველი გუნდის არგუმენტაციას, რომ შეთანხმებამ პოლიტიკური პოლარიზაცია არ შეამცირა.

"სალომე ზურაბიშვილისნაირი ფიგურა, რომელზეც საერთოდ არ შემცვლია მე აზრი, რბილად რომ ვთქვა, იგივე ნეგატიური შეფასება მაქვს, ხვდება, ისე შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ უნდა პირადი კონტაქტებისთვის მაინც რაღაც ხარკი გადაიხადოს და თქვას, რომ ეგ გადაწყვეტილებები არ არის სწორიო, ბევრ სხვა სისულელესთან ერთად. როგორც იტყვიან, გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს.

ეს სიმპტომია, რამდენად იზოლირებულია ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ ამაზე მეტ მნიშვნელობას ამას არ მივანიჭებდი" - ამბობს ბოკერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system