თავში

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა
გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

,,გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება.

საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს როგორც სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, ისე სატელეფონო შეტყობინებებით მიაწვდის ინფორმაციას ვადის გახანგრძლივების შესახებ. 

ამასთან, დამატებით ხვალ დილითაც, ოფიციალური განცხადების საშუალებით, კიდევ ერთხელ შეახსენებს აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0), 27 ოქტომბრის 14:00-მდე და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

არჩევნებში ჩართული მხარეების, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიის საქმიანობის მაქსიმალურად ხელშეწყობისა და სპეციალურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება მათთვისაც გაგრძელდეს რეგისტრაციის მოთხოვნის ვადა მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

შესაბამისად, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას დარეგისტრირდნენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში", - განაცხადეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system