თავში

"გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ექიმებმა წნეხის გარეშე" - სერგეენკო

"გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ექიმებმა წნეხის გარეშე" - სერგეენკო
გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ექიმებმა წნეხის გარეშე - სერგეენკო

"მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ექიმებმა წნეხის გარეშე, პოლიტიკოსებმა მისცენ მუშაობის საშუალება", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ექიმები წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ.

"პირველი მოცემულობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხი გაცდენილია ჯანდაცვის სფეროს და პოლიტიკური საკითხია, რაც გასაგებია, რადგან ამ შიმშილობას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მეორე მოცემულობაა, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში მიხეილ სააკაშვილის კერძო და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე მსჯელობენ პოლიტიკოსები და არა – ექიმები. მესამე მოცემულობაა, რაც ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ პაციენტ, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, მონიტორინგი განხორციელდეს იმაზე – სად არის მკურნალობისთვის უკეთესი ადგილი და რა სჭირდება იმისათვის, რომ შესაბამისი მკურნალობა მიიღოს. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ექიმებმა, არა ზოგადად ექიმებმა, არამედ მათმა ორმა შემადგენელმა – ციხის საავადმყოფოში მომუშავე ექიმებმა და სამოქალაქო სექტორის ექიმებმა, მათ შორის მისმა მკურნალმა ექიმებმა, რომელთაც მის წინა მდგომარეობაზე მეტი ინფორმაცია აქვთ. ექიმები უნდა დასხდნენ და მოცემულობაზე შეჯერდნენ", – განაცხადა დავით სერგეენკომ "პირველ არხთან".

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 47-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system