თავში

სალომე სამადაშვილი: საერთო ეროვნული მოძრაობა იწყება, გადავალთ საგანგებო რეჟიმზე

სალომე სამადაშვილი: საერთო ეროვნული მოძრაობა იწყება, გადავალთ საგანგებო რეჟიმზე
სალომე სამადაშვილი: საერთო ეროვნული მოძრაობა იწყება, გადავალთ საგანგებო რეჟიმზე

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციების გამართვას გეგმავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროპორციული სისტემის პროექტის დღევანდელ კენჭისყრაზე ჩავარდნას გააპროტესტებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, პარტია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს.

„ვფიქრობ, რომ პირველ რიგში გავმართავთ ძალიან ფართო კონსულტაციებს, როგორც სხვა პარტიებთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე, შედგება პოლიტსაბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, დღესვე. ვფიქრობ, რომ გადავალთ საგანგებო რეჟიმში. მშვიდობიანი საზოგადოებრივი პროტესტისა და დაუმორჩილებლობის კამპანია უნდა დავიწყოთ", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

რის შემდეგაც ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიაშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system