თავში

გაეროში ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა

ზე ისაუბრა
გაეროში ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.

ნაუსედას განცხადებით, საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული ქმედებები ართულებს ადგილობრივების ცხოვრებას.

მისი თქმით, აგრესორს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

"საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით სიტუაციის გართულების მოწმენი ვხდებით. ადგილი აქვს აგრესიულ ქმედებებს ოკუპანტი ძალების მხრიდან, როგორიცაა ე.წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების შეზღუდვა და არაკანონიერი დაკავებები. ყველაფერი ეს დაბრკოლებებს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ჩვენი მოვალეობაა, აგრესორს პასუხი ვაგებინოთ", - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system