თავში

გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ - ირაკლი ღარიბაშვილი

გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ - ირაკლი ღარიბაშვილი
გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ - ირაკლი ღარიბაშვილი

მოხარული ვარ, რომ დღეს ბაქოში ვართ - ამის შესახებ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირს. 

"ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ მასპინძლობისთვის. დიდი სიამოვნება და პატივია ბაქოში თქვენთან მორიგი შეხვედრა. როგორც აღნიშნეთ, კორონავირუსის ინფექციის გამო ვიზიტის დროებით გადადება მოგვიწია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ დღეს ბაქოში ვართ. თქვენ თქვით, რომ ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. მინდა გავიმეორო ის, რაც ერთხელ მამათქვენმა თქვა თბილისში - "ბედმა განსაზღვრა და გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ”. სწორედ ასეა, ქართველები და აზერბაიჯანელები მეზობელი ერები ვართ და ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია, ჩვენ ძალზედ ძლიერი კავშირი გვაქვს" - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system