თავში

გახარია: 20 მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში

გახარია: 20 მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში
გახარია: 20 მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა 20 მილიარდ ლარს დახარჯავს და ამ თანხის დიდი ნაწილი მესტიისა და სვანეთისკენ იქნება მიმართული. 

„ბოლო წლების განმავლობაში სვანეთის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო დაახლოებით 150 მლნ-ზე მეტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს 20 მილიარდ ლარს, მინიმუმ და ამ თანხის დიდი ნაწილი იქნება მიმართული მესტიისა და სვანეთისკენ და საერთოდ, მთის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system