თავში

გახარია: 90-იანებიდან დაწყებული, ოცნება იყო პროპორციული სისტემა

გახარია: 90-იანებიდან დაწყებული, ოცნება იყო პროპორციული სისტემა
გახარია: 90-იანებიდან დაწყებული, ოცნება იყო პროპორციული სისტემა

ყველას კარგად ახსოვს, რომ 90-იანებიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო პროპორციული სისტემა, დარწმუნებული ვარ, უახლოესი წლების განმავლობაში ამ ცვლილებას თითოეული მოქალაქე იგრძნობს, - ამის შესახებ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თქმით, საარჩევნო ცვლილებების მიღება ქვეყნის გამარჯვებაა.

„აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა. რეალურად, ჩვენ რასაც მივაღწიეთ, ეს არის ქვეყნის გამარჯვება, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციისა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტი, რაც მოხდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

ყველას კარგად ახსოვს, რომ 90-იანებიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო პროპორციული სისტემა. პროპორციული სისტემა არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურასთან, განვითარებასთან ერთად, პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და მე დარწმუნებული ვარ, უახლოესი წლების განმავლობაში ამ ცვლილებას თითოეული მოქალაქე იგრძნობს.

ეს არ იქნება მარტივი, იქნება რთული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, შემდგომი დემოკრატიზაციისა და ქვეყნის ევროატლინტიკური ინტეგრაციისთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით. ყველა ადამიანმა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მსგავსი სისტემური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის დროს, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ პირადი ინტერესები გადადონ მეორე პლანზე და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system