თავში

გახარია: "აირზენას“ დირექტორი ელოდება, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან

გახარია: "აირზენას“ დირექტორი ელოდება, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან
გახარია:  აირზენას“ დირექტორი ელოდება, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან

ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიგინგზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისივე თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ხოლო კომპანიებმა, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად უნდა შეასრულონ ვალდებულებები. 

„ჩვენი ამოცანა არის მარტივი – მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები ევროპის, და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან. 

არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრიერებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა. აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“, – განაცხადა გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system