თავში

გახარია: არჩევნების თარიღის შეცვლა დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას

გახარია: არჩევნების თარიღის შეცვლა დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას
გახარია: არჩევნების თარიღის შეცვლა დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, დაგეგმილი არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობა არც ისეთ შეზღუდვებს განიხილავს, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება. 

არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას ისევე, როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება“, – თქვა გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ამავე დღეს უნდა გაიმართოს ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system