თავში

გახარია: აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება

გახარია: აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება
გახარია: აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება

აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთვევაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთვრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოება ვერ დააზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. 

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფორმის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშრებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის ეს აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთვევაში. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულიად საქართველოს საშინაო საქმეა, და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.  ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას - არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება. ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system