თავში

გახარია: ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას

გახარია: ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას
გახარია: ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას

პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მადლობა გადაუხადა. 

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს.

„მსურს ხაზგასმით და თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს მოადგილეს, ბატონ პაატა იმნაძეს და საერთოდ, დაავადებათა პრევენციის ცენტრს, რამეთუ ის ინფორმირებულობა, რომელიც თქვენ შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში მსგავს გამოწვევებთან დაკავშირებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის, ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ამოცანებსაც გავუმკლავდებით ყველანი ერთად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ უწყებათაშორისი საბჭოს თითოეულ წევრს ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას, იმისთვის არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 50 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,საქართველოს მოქალაქეა. ის ირანში, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system