თავში

გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ - მედია

გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ - მედია
გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ - მედია

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შეერთებულ შტატებში "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

"სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ უკვე დატოვა, თუმცა "კურიერმა" მისი დაცვის წარმომადგენელი კვლავ სასტუმროში დააფიქსირა.

ასევე, ამავე სასტუმროში - The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან "რუსთავი 2-თან" კომენტარი არ გააკეთა", - აღნიშნავს ტელეკომპანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system