თავში

გახარია: ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, მნიშვნელოვან დროს

გახარია: ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, მნიშვნელოვან დროს
გახარია: ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, მნიშვნელოვან დროს

მაიკ პომპეოს ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის დროსაც გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პომპეომ საქართველოს მოქალაქეებს დაუდასტურა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. 

„დასრულდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც განხილული იყო ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გარღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოებსი საკითხი და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში, ასევე საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია, სავაჭრო და ეკონომიკური შემდგომი ურთიერთობების გარღმავების. 

ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ინსტიტუტების გაძლიერებას. 

საბოლოო ჯამში, ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავარღმაოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიოული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც არის თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლიც დროსაც გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებნულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system